თბილისის მე-100 ბაღში დღეს დილით, პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პურში ნაპოვნი ბასრი დანის ამბავი ბაღის ადმინისტრაციამ მშობლებს დაუმალა.
თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით კომპანია "ნილი" ამარაგებს.
"ნილის" დირექტორი კახა გიორგაძე ამტკიცებს, რომ სახეზეა დივერსია.
მისივე მტკიცებით, ერთი კვირის წინ სადისტრიბუციო მანქანიდან 27 ბაღის გასაღები მოიპარეს. ის არ გამორიცხავს, რომ პურში ჩადებული დანა საბავშვო ბაღში კონკურენტებმა შეიტანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გასაღებების მოპარვის ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.