სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ექიმ ირაკლი მერკვილაძის საქმესთან დაკავშირებით გაცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდების გამო სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში აცხადებენ , რომ
მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ პოზიცია ექიმის შეცდომის გულგრილობისგან (შესაბამისად კრიმინალისგან) გამიჯვნის თაობაზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გაერთიანება გაეცნობა სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს და ამის შემდეგ მის წევრებთან შეთანხმებულ განცხადებას გაავრცელებს“, აღნიშნულია განცხადებაში.