ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა პროექტს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა.
"ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. ყველა პროექტს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა. გუშინ გავეცი დავალება, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც რეაბილიტაცია ევალება, შეუჩერდეს მუშაობის ნებართვა, რადგან უნდა მიხდეს იმ კონკრეტული პროექტების შემოწმება, რაზეც რეაბილიტაცია ტარდება. უნდა მოხდეს პროექტების შესწავლა, რომ ყველანაირი საფრთხე იქნას თავიდან აცილებული",- განაცხადა კალაძემ.