ბათუმში, ლონდონის სკვერში წითელი სატელეფონო ჯიხური დააზიანეს.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა სიმბოლურ ჯიხურში ტელეფონს ყურმილი მოგლიჯეს.
როგორც ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსმა ალეკო თევზაძემ საზოგადაოებრივ მაუწყებელს გაუნცხადა, ჯიხური ადრეც სამჯერ დააზიანეს.
„ჯიხური უკვე სამჯერ შევაკეთეთ, ვინ დააზიანა, ამ დრომდე ვერ გავიგეთ, ახლომახლო კამერები არ არის, ყურმილი საკმაოდ იშვიათი დეტალია და დიდი ძალისხმევა გვჭირდება მის შესაკეთებლად“, – განაცხადა თევზაძემ.