გოგიტა დალაქიშვილის საქმესთან დაკავშირებით, გვიან ღამით ,,სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებლის, გიორგი სოზაშვილის, დაკითხეს. ,,რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით დაკავებული გოგიტა დალაქიშვილის საქმეში, აუდიო ჩანაწერში, სავარაუდოდ, სოზაშვილის ხმა ისმის.
თავად გიორგი სოზაშვილი ამბობს, რომ ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საგამოძიებო უწყებაში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. „სამწუხაროდ, გაუთქმელობაზე მომაწერინეს ხელი და ამ ეტაპზე არ შემიძლია, რომ დეტალები გითხრათ. აუდიოჩანაწერზე მიდის საუბარი. გამოძიება იძიებს, როგორ მოხდა საერთოდ ჩაწერა და მერე გავრცელება,“ - განაცხადა გიორგი სოზაშვილმა გიორგი სოზაშვილი ადასტურებს, რომ აუდიოჩანაწერში მისი ხმა ისმის.
ამასთან, ვარაუდობს, რომ ჩანაწერი მისივე სახლშია გაკეთებული. „სავარაუდოდ, ჩემს სახლში არის ჩაწერილი და ამას ადგენენ, როგორ მოხდა ჩემს სახლში ამ ყველაფრის ჩაწერა,“ - განაცხადა გიორგი სოზაშვილმა მისთვის უცნობია, საიდან შეიძლება, მოხვედრილიყო ეს ჩანაწერი დაკავებული გოგიტა დალაქიშვილის ხელში, სადაც ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან საუბრობს.
ქართული ოცნების აქტივისტი, გოგიტა დალაქიშვილი, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.