საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-30 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
28 იანვარს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ღამით მთაში თოვლი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც დღისით გაძლიერდება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექია ნავარაუდევი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 +2. ხოლო დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილიში კი თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამით + 1, დღისით, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
29 იანვარს დასავლეთ საქართველოში ღამით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დღისით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ზოგან იწვიმებს, დღისით კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაფიქსირდება.
რაც შეეხება 30 იანვრის ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მთაში მოთოვს. ღამით შესაძლოა ითოვოს დედაქალაქში. ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე მოიმატებს.