ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედია წუხელ რიკოთის გვირაბთან მოხდა, სადაც ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეხაჯა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მათგანი კი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღეს დილით გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.