სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის დელეგაციამ.
გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეა კერბსმა განიხილეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე, პოლიტიკური პარტიების ფინასნური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი, IRI-ის პროგრამის ოფიცერი ქეთევან ჩადუნელი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI საქართველოში 1999 წლიდან მუშაობს. ორგანიზაცია ხელს უწყობს ქვეყანაში მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის გაძლიერებას, რათა ისინი გახდნენ კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულები და ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულები.