„თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურში“ არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე პირის შესაძლო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა.
მათივე ინფორმაციით, შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა.
ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.