25 იანვარს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აქციას გამართავს.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ნაჯა ორაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, აქციის მთავარი მოთხოვნა გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) გათავისუფლება იქნება. მისივე თქმით, ისინი ასევე მოითხოვენ, გაათავისფლონ მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი და მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსიდან ადმინისტრაციული წესით გადაკვალიფიცირდეს.
"არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას, სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით. ამიტომ მოვითხოვთ, გიორგი გიორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან, გათავისუფლდეს მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი და საქმის კვალიფიკაცია სისხლის სამართლიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადავიდეს",– აღნიშნა ნაჯა ორაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი გიორგანაშვილი იგივე "ბახალა" მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.