ქუთაისის მერიდან, რეორგანიზაციის შედეგად, 67 თანამშრომელი გაათავისუფლეს, აქედან 19 პირადი განცხადებით გათავისუფლდა, ხოლო 16-ს ხელშეკრულება შეუწყდა.
რეორგანიზაციის შედეგად მერიაში კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გაუქმდა. ასევე გაიყო არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური, მის ნაცვლად არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური ჩამოყალიბდა.
ამავდროულად, ადმინისტრაციულ სამსახურში შეიქმნა „კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის“ ახალი განყოფილება.