23 იანვარს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ მაღაზიის (www.tsustore.ge) პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტი თსუ-სა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება სამოსი და აქსესუარები თსუ-ს ბრენდირებით. ბრენდმაღაზიით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1/ თსუ I კორპუსის მთავარი ფოიე