აშშ-ის სენატში აზერბაიჯანში ქვეყნის ელჩობის კანდიდატის მეთიუ ბრაიზას მოსმენა გაიმართა. ბრაიზამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და არის ქვეყანა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. მისი თქმით, ქვეყანას გააჩნია ნახშირწყლების მდიდარი რესურსები, რითაც მან შეძლო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა და ეს პროცესი არის "ერთერთი ყველაზე ჩქარი მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში".
ბარიზას განაცხადა, რომ ელჩად დამტკიცების შემთხვევაში იგი იმუშავებს აშშ აზერბაჯნაის უთიერთობების გააქტიურების სამმ მიმართულებაზე - უსაფრთხოება, ენერგეტიკა და დემოკრატიული რეფორმები.
ელჩობის კანდიდატის თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა მთიანი ყარაბახის კონფლიქტია და ამ პრობლემის გადაწყვეტა ძალისმერი მეთოდებით შეუძლებელია. ასევე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.