აუცილებელია, რომ ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ჩატარდეს რეფორმა, რადგან გავაძლიეროთ ეს მიმართულება", _ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ბათუმში ქართული და ფრანგული მხარეების შეხვედრაზე, სადაც საჰაერო რეფორმის საკითხებს განიხილავდნენ.
"საერთაშორისო ავიაციის ორგანიზაცია კმაყოფილია იმ რეფორმებით, რომლებიც გასულ წლებში ქართულ ავიაციაში განხორციელდა. გაძლიერდა უსაფრთხოების საკითხებიც. როდესაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში ვიყავი იყო ბევრი ხარვეზი რომლებიც წარმატებით გამოსწორდა", _ განაცხადა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბიუროს ხელმძღვანელმა კარსტენ ტეილმა.