აფხაზეთში ჩასვლის მსურველს, უახლოეს მომავალში, შეუძლია გამოიყენოს ფოთის აეროპორტი, _ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ბათუმში ქართული და ფრანგული მხარეების შეხვედრაზე, სადაც საჰაერო რეფორმის საკითხებს განიხილავდნენ..
მისი თქმით, ქართული მხარე წინააღმდეგია, რომ რუსული ავიაკომპანიები ახორციელებდნენ ჩარტერულ ფრენას სოხუმის აეროპორტში. ამასთან, მისი თქმით, " ICAO"-მ ქართულ მხარეს მისცა გარანტია, რომ აფხაზეთს ფრენების განხორციელებისათვის საერთაშორისო კოდს არ მიანიჭებს.
"ყველას აფხაზეთში მომავალში შეუძლია გამოიყენოს ფოთის აეროპორტი, რადგან ფოთი არის ძალიან ახლოს აფხაზეთთან და ყველას ექნება იმის საშუალება, რომ ფოთის აეროპორტი გამოიყენონ", _ ქობალიამ.
ცნობისთვის, ფოთოს აეროპორტის მშნებელობა 2012 წლის გაზაფხულზე დასრულდება.