" ICAO " აფხაზეთს ფრენების განხორციელებისათვის საერთაშორისო კოდს არ მიანიჭებს, _ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ბათუმში ქართული და ფრანგული მხარეების შეხვედრაზე, სადაც საჰაერო რეფორმის საკითხებს განიხილავდნენ.
ვერა ქობალია ბათუმის "შერატონში" სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბიუროს ხელმძღვანელს კარსტენ ტეილს და მის მოადგილეს ჯორჯ ფეიგანსს შხვდა.
ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელმა ქართულ ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანის ინიციატივა დააყენა, რომელიც მგზავრების გადაყვანას დღეს არსებულ ფასებთან შედარებით იაფად უზუნველყოფენ.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო იმ გარანტიებს, რომელიც " ICAO "-მ ქართულ მხარეს მისცა. ორგანიზაცია აფხაზეთს ფრენების განხორციელებისათვის საერთაშორისო კოდს არ მიანიჭებს.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ წინააღმდეგი ვართ იმისა, რომ რუსული ავიაკომპანიები ახორციელებდნენ ჩარტერულ ფრენას სოხუმის აეროპორტში და მათ დაადასტურეს, რომ სოხუმის აეროპორტს არ ექნება საერთაშორისო კოდი იმისათვის რათა იქ საერთაშორისო ფრენები განხორციელდეს", _ განაცხადა ქობალიამ.