ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი რუსლან მაისაგოვი დღეს საკუთარი სახლის ჭიშკართან მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინგუშეთის შს სამინისტრო ავრცელებს.
"უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან დაცხრილეს რუსლან მაისაგოვი. იგი მიყენებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა", _ იუწყება ინგუშეთის შს სამინისტრო.
რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ სამძებრო ჯგუფი მუშაობს. ხორციელდება ღონისძიებები დამნაშავეთა დასაკავებლად.