ანიმაციური ფილმების მე-2 საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" გაიმართება 7-10 ოქტომბერს ქ. ბათუმში. ფესტივალის ორგანიზატორია "ანიმაციის განვითარების ფონდი".
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, კომპანია "მიფასი", ფონდი "წამი".
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამები, აგრეთვე ჩატარდება ვორგშოპები პროფესიონალებისთვის და ბავშვებისთვის.
საკონკურსო ნომინაციებში გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური (5 წევრი), საბავშვო ჟიური ( 9 წევრი) და ინტერნეტ მაყურებელი.
გრან პრი - საერთაშორისო ჟიური
საუკეთესო ქართული ფილმი - საერთაშორისო ჟიური
საუკეთესო ფილმი უფროსებისათვის - საერთაშორისო ჟიური
საუკეთესო ფილმი ბავშვებისათვის - საბავშვო ჟიური
საუკეთესი დებიუტი - საერთაშორისო ჟიური
საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი - საერთაშორისო ჟიური
საუკეთესო თV სერიალი - საერთაშორისო ჟიური
საუკეთესო ინტერნეტ ფილმი - ინტერნეტ მაყურებელი
„ანიმაციის განვითარების ფონდი" იტოვებს უფლებას გადასცეს დამატებით პრიზები და დიპლომები ფესტივალის მონაწილეებს, თავისი შეხედულებისამებრ.
1. რეჟ. კრისტიან მოურატო, პორტუგალია - „თოფუზი 2009"-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ექსპერიმენთული ფილმი", ფილმი „სმოლიკ"
2. რეჟ. ველკო პოპოვიჩ, ხორვატია - „თოფუზი 2009"-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი", ფილმი „გოგონა რომელიც ითვლის"
3. რეჯ. პროდ. ვალენტას აშკინის, ლიტვა
4. რეჟ. ვასილ ბედოშვილი, საქართველო
5. ანიმა. ნანა სამანიშვილი
ამ დროისთვის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო და დაამუშავა 115 ფილმი 29 ქვეყნიდან.
ფესტივალის გახსნითი ღონისძიება ჩატარდება ბათუმის დრამატულ თეატრში და ტრადიციულად ნაჩვენები იქნება პოპულარულიუ ანიმაციური ფილმი ცოცხალი ორკესტრის თანხლებით.
ფესტივალზე ჩამოვლენ სპეციალური სტუმრები უცხოეთიდან და კულტურის ხელმძღვანელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.