25 ივლისს, აჭარას ესპანელი ტურისტები ესტუმრებიან. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარას 80-კაციანი ტურისთა ჯგუფი ესტუმრება, რომლებიც სასტუმრო "Gეორგია Pალაცე Hოტელ"-ში განთავსდებიან და სამი დღის განმავლობაში აჭარას და მის ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იმერეთის მონახულებაც.
ესპანელი ტურისტები აჭარას 28 ივლისს დატოვებენ.