დღეს, 24 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ბათუმში, სასტუმრო ~შერატონში~, ფრანგულ მხარესთან საჰაერო სისტემის რეფორმირების საკითხებს განიხილავს.
სამინისტროს ინფორმაციით, ქობალია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პარიზის ბიუროს ხელმძღვანელს, კარსტენ ტეილსა და მის მოადგილეს, ჯორჯ ფერიგანს შეხვდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქართულ ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანის ინიციატივით გამოვიდა, რომლებიც მგზავრების გადაყვანას იაფად განახორციელებენ.