ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21%-ის განცხადებით, მათი ოჯახის შემოსავალი 301-500 ლარი იყო.
გამოკითხულთა 3%-ის თქმით, მისი ოჯახის დანახარჯი და შემოსავალი 1600 ლარზე მეტია. გამოკითხულთა 1%-ის თქმით, შემოსავალი საერთოდ არ აქვს, ხოლო 11%-ის შემოსავალი და დანახარჯი 180 ლარამდეა.
ამავე კვლევის გამოკითხულთა 22%-აცხადებს, რომ ოჯახის დანახარჯი გასულ თვეში 301-500 ლარი იყო.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, ცდომილების ზღვარია +/-1.9%.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
შედეგების მეორე ნაწილის პრეზენტაცია ხუთშაბათს, 18 იანვარს გაიმართება.