სარფის საბაჟოზე მოვაჭრეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.
რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლას, 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეები ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შეძლებენ.
მოვაჭრეების თქმით, ისინი ყოველდღიურად გადადიან სამუშაოდ თურქეთის მხარეს, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში, ახალი რეგულაციებით კი, მათთვის დიდ პრობლემას ქმნის.