ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და CRRC–საქართველომ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული პირველი ნაწილი წარადგინეს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 32% – ცუდად, 13% – კარგად, ხოლო 2%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა, ცდომილების ზღვარია +/-1.9%.
შედეგების მეორე ნაწილის პრეზენტაცია ხუთშაბათს, 18 იანვარს გაიმართება.