რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე, სოფელ გაჩიანის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ,,ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი და ,,ბე-ემ-ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.