პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელ მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, რამდენიმე საცხობში პური უკვე 5-10 თეთრით გაძვირდა. მისი თქმით, ტარიფიდან გამომდინარე მეწარმე იძულებულია პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან წონაში შეამციროს.
,,ტარიფები იზრდება და ეს მეწარმისთვის მტკივნეულია, რადგან სწორედ ტარიფიდან გამომდინარე ხდება პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება. ხოლო თუ მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, ორი გზა რჩება - ან პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან წონაში შეამციროს," - აღნიშნა დოლიძემ.