ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცმა პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო.
დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ამ წუთებში თბილისში გადმოჰყავთ.
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.