ჟურნალ “The Spaces”-მა თბილისი მიმდინარე წელს სანახავ მსოფლიოს შვიდ საუკეთესო ” დიზაინ-ორიენტირებულ” ქალაქთა რიცხვში დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„რატომ? ბოლო 18 თვის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში რაღაც მოხდა, რის შედეგადაც "ლისბონ 2018"-ის ტიტული ერგო. ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდის ცენტრი ხდება. ახლად არჩეული ქალაქის მერი - ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძეა - ქალაქს მომავალ წელს $ 334 მლნ ბიუჯეტი ექნება, რომელიც ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურაზე ფოკუსირდება.
საუკეთესოა: Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული, ტექნო მუსიკა, ღვინო.
ახალი კულტურული სცენა: Twin Peaks-ისა და Mulholland Drive-ის დირექტორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი ნოემბერში თბილისს ეწვია და კინემატოგრაფიული ინსტიტუტის გახსნის თაობაზე ისაუბრა",- წერს CNN-ი.
საქართველოს გარდა, ასევე დასახელდა: კანადა, ომანი, შოტლანდია,პარიზი, იაპონია და მექსიკა.