უნგრული „ლოუკოსტერი“ Wizz Air-ი ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან რეისების შესრულებას ქუთაისის მიმართულებით იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, Wizz Air-ი ვენის აეროპორტში ახალ ბაზას ხსნის და 17 ახალ მიმართულებას ამატებს. ცნობილია, რომ Wizz Air-ი ვენის ბაზა 3 თვითმფრინავს გააერთიანებს.
ფრენები ვენადან ქუთაისის მიმართულებით 15 ნოემბრიდან იწყება და ავიაბილეთის ღირებულება 19,99 ევროდან იქნება.
ფრენები კვირაში 3 სიხშირით: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ ავიაკომპანია ვიზეარის ვებგვერდზე: www.wizzair.com