ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი 2017 წელს 128,77 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან კიდევ ერთხელ დაამყარა რეკორდი და ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანიის სტატუსი შეინარჩუნა.
2017 წელს 2016 წელთან შედარებით Ryanair-ის მგზავთნაკადი 9%-ითაა გაზრდილი. 2017 წლისთვის Ryanair-ის რეისების დატვირთულობამ 95%-ი შეადგენა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2016 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 94%-ი იყო.
2018 წლისთვის Ryanair-ი 138 მლნ მგზავრის მომსახურებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ Ryanair-ის მგზავრთნაკადმა პირველად 100 მლნ-ს 2015 წელს გადააჭარბა. 2015 წელს ავიაკომპანია ჯამში 101,4 მლნ მგზავრს მოემსახურა, 2016 წელს კი 116,7 მლნ მგზავრს.