„ირანიდან საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების კონტრაქტის გაფორმება ჯერ კიდევ მოლაპარაკების საკითხს წარმოადგენს ირანის, საქართველოსა და სომხეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის“, - იუწყება თეირანის გაზეთი «Iran Daily».
„საქართველოსათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების კონტრაქტის დადება ჯერ კიდევ არაა გამორიცხული და როგორც კი მოლაპარაკება დასრულდება, კერძო სექტორი ირანულ გაზს, სომხეთის გავლით, საქართველოს მიაწვდის“, - განაცხადა ირანის გაზის ეროვნულმა კომპანიის (National Iranian Gas Company - NIGC) აღმასრულებელმა დირექტორმა ჰამიდ-რეზა არაკმა, - „ირანის გეოგრაფიული მდებარეობა ისეთია, რომ მას საშუალება აქვს გაზის ექსპორტი მრავალ ქვეყანაში განახორციელოს, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, სომხეთის ტერიტორიის გავლით“.
ამასთან, როგორც ჰამიდ-რეზა არაკმა აღნიშნა, გეგმის რეალიზებისა და შეთანხმების დადებისათვის აუცილებელია საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, მათ შორის შეთანხმებები სომხეთის მთავრობასთან, საექსპორტო ინფრასტრუქტურისა და გონივრული ფასების შესახებ. „თუ ირანი, სომხეთი და საქართველო შესაბამის შეთანხმებას გააფორმებენ, მაშინ კერძო სექტორი ირანში გაზს შეიძენს, სომხეთს ტრანზიტისთვის ფულს გადაუხდის და საწვავს საქართველოში შეიტანს“, - განაცხადა ჰამიდ-რეზა არაკმა.