Global Finance-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შეადგინა. გამოცემამ ქვეყნების სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით და ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით გამოთვალა.
საქართველო ამ რეიტინგში 108-ე ადგილს იკავებს, $10,099 შემოსავლით. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე ადგილზეა, თურქეთი 63-ზე, რუსეთი 52-ზე, ხოლო სომხეთი - 114-ზე.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შემდეგია:
- კატარი (ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი PPP $129 512)
- ლუქსემბურგი ($100 991)
- მაკაო ($87 845)
- სინგაპური ($86 854)
- ბრუნეი ($77 662)
- ქუვეითი ($70 587)
- ირლანდია ($69 374)
- ნორვეგია ($69 031)
- არაბთა გაერთიანებული საემიროები ($67 947)
- სან-მარინო ($64 465)