,,ევროპული საქართველო“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს შეიწყალოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ამ შეწყალებით პრეზიდენტი ქვეყანას სირცხვილს აარიდებს.
„ჩვენ გვაქვს მოწოდება და იქნებოდა სწორი ნაბიჯი დღევანდელი პრეზიდენტის მხრიდან, შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი, რადგან ეს იქნებოდა გზავნილი და სირცხვილის არიდება ქვეყნისთვის““ - განაცხადა ,,რუსთავი 2“-თან რატიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთანავე ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლითა და 5 თვის ვადით.