ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 რეისი გაუქმდა, ხუთი კი გადაიდო.
გაუქმებულია ორი რეისი თეირანიდან, ხუთი სტამბოლიდან, ერთი მიუნხენიდან, ერთი ბაქოდან და ერთი დუბაიდან. რაც შეეხება გადადებულ რეისებს, აეროპორტში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში შესრულდება ფრენა თელ-ავივიდან, მოსკოვიდან და ყატარიდან. ჩინეთიდან და კიევიდან გადადებული რეისებზე კი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.