თურქეთის ნაციონალური ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი (THY) ათეულობით A350-ის შეძენას გეგმავს. მემორანდუმი ავიაკომპანია THY-სა და კორპორაცია Airbus-ს შორის თურქეთის პრეზიდენტის პარიზში ვიზიტის ფარგლებში უკვე გაფორმდა.
თურქეთის უმსხვილესი ავიაკომპანია გეგმავს A350-900 ტიპის 20 + 5 სამგზავრო თვითმფრინავი ევროპის კოსმოსური კორპორაციიდან შეისყიდოს.
Turkish Airlines-ი ხელმძღვანელის ილკერ ავჯის განმარტებით, ახალი ლაინერების შეძენით Turkish Airlines-ი შეძლებს მსოფლიო ავიაბაზარზე პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს და უფრო მეტი მგზავრის მომსახურება შეძლოს.
A350-900 Rolls-Royce-ს ახალი ძრავითაა აღჭურვილი და საწვავის ხარჯის 25%-ით დაზოგვას ახდენს.