საქართველოს მასშტაბით საშობაო ალილო მიმდინარეობს. ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა ქუთაისში, ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში, კახეთის მუნიციპალიტეტებში, ფოთში, ზუგდიდში, რუსთავში, მარნეულში, ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტში.
საშობაო მსვლელობა მიმდინარეობს დედაქალაქში.
ტრადიციულად ღონისძიება კოსტუმირებულია და მიმსგავსებულია მაცხოვრის შობის ღამესთან. ალილოზე შეგროვებული ნობათი ტრადიციულად სოციალურად შეჭირველულ ადამიანებს გადაეცემათ.
7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტარდება ლიტანიობა, შობის დღესასწაულის ღამისთევის საზეიმო წირვაზე სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.