თბილისში საშობაო ალილო მიმდინარეობს. შობის ალილო „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო, რომლის მონაწილეებიც რუსთაველის გამზირის გავლით, პარლამენტის შენობის წინ, თბილისის საკრებულოსთან, საქართველოს საპატრიარქოს შენობასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაივლიან, რის შემდეგაც მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
მსვლელობაში ასევე მონაწილეობენ სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები, რომლებიც საგალობლებს ასრულებენ. ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდა თბილისის მერი კახა კალაძე. მან სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცა.