გერმანულმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მონაცემების შესწავლის შემდეგ მის მიღებაზე უარი თქვა.
უარის მიზეზად გერმანიის კლინიკის წარმომადგენლები საავადმყოფოს გადატვირთულობასა და თავისუფალი ადგილების არქონას ასახელებენ.
თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად მოლაპარაკებები როგორც თურქეთის, ასევე, ევროპის რამდენიმე საავადმყოფოსთან მიმდინარეობს.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, 19 წლის პაციენტის მდგომარეობა ექიმების სტაბილურად მძიმეა, თუმცა გაუარესების დინამიკა ამ ეტაპისთვის არ შეინიშნება.