სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს თოდუას კლინიკაში პროფილაქტიკური კვლევა ჩაუტარდა.
პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, ილია მეორეს თავს კარგად გრძნობს.
”ერთი კვირის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო ეს გამოკვლევა, მაგრამ ვინაიდან პატრიარქი იყო გაციებული და იყო ბრონქიტის ეპიზოდი, გადმოვწიეთ ეს გეგმური გამოკვლევა. ყველაფერი კარგად გაკეთდა, გამოკვლევის შედეგები ძალიან კარგია. პატრიარქი ძალიან კარგად არის. თოდუას კლინიკა უკვე დავტოვეთ და ახლა საპატრიარქოში მივდივართ”, - განმარტა ცისანა შარტავამ.