თურქული ქაბაბი საჰაერო სივრცეში გაიგზავნა. შვეიცარიის ქალაქ აივერდიში მოქმედმა თურქულმა რესტორანმა თავისი სახელის პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტი განახორციელა.
რესტორნის თანამშრომლებმა საჰაერო ბუშტს თავიანთი დამზადებული ქაბაბი მიამაგრეს და ჰაერში გაუშვეს. საჰაერო ბუშტთან ერთად ქაბაბმა სტრატოსფეროს ფენას მიაღწია.
რესტორნის მფლობელის განცხადებით, ამ სფეროში მათ პირველი ნაბიჯი გადადგეს და ახლა მათი ნამოქმედარისთვის გინესის რეკორდების წიგნში შეტანისათვის შესაბამის სტრუქტურას განცხადებით მიმართავენ.
აღსანიშნავია, რომ თურქულმა ქაბაბმა ზღვის დონიდან 37 ათას 795 მეტრის სიმაღლეს მიაღწია.
https://www.youtube.com/watch?time_continue=20&v=4ixmDWAfFGQ