თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს:
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ 85 წლის იუბილეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. შეუფასებელია მისი 40-წლიანი ღვაწლი საქართველოში სულიერების გაძლიერებასა და ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებაში. ვუსურვებ დიდხანს, ძველებური შემართებით, სიბრძნით და მოყვასისადმი სიყვარულით ეზრუნოს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის", - ნათქვამია დედაქალაქის მერის მილოცვაში.