ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა.
მისივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
”პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოთავსებულია პოსტოპერაციულ განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება პაციენტის გაწერას, ეს მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ვვარაუდობთ, რომ ის კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება”, - განაცხადა მარინე გელანტიამ.