2018 წლიდან თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) მიდგომებს ცვლის და ბავშვებს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს. ამიერიდან, ავიაკომპანიის საერთაშორისო რეისებზე 3-დან 12 წლამდე ბავშვებს Turkish Airlines-ი სათამაშოებს დაურიგებს, რომლებიც აუცილებლად ნატურალური მასალისგან იქნება დამზადებული.
როგორც ირკვევა სათამაშოებზე, რომლებიც ბავშვებს გადაეცემათ ძირითადად იშვიათი და გადაშენების პირად მყოფი ცხოველები იქნება გამოსახული.
Turkish Airlines-ში აცხადებენ, რომ სათამაშოები ჯანმრთელობისათვის საშიში არ იქნება, რადგანაც ისინი ნატურალური მასალებისგან არის დამზადებული.

