2017 წელი მსოფლიო ავიაციისათვის ყველაზე უსაფრთხო წლად აღიარეს. როგორც Aviation Safety Network-ი აცხადებს, 2017 წელს კომერციული სამგზავრო რეისების შესრულებისას არც ერთი ავიაკატასტროფა არ დაფიქსირებულა.
ექსპერტების შეფასებით, გასულ წელ სულ 10 სერიოზული ავია ინციდენტი დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 79 ადამიანი დაიღუპა. საუბარია სამგზავრო გადაზიდვებისა და მცირე ძრავიანი ხომალდების ავიაკატასტროფებზე.
შედარებისათვის, 2016 წელს 16 მსხვილი ავიაკატასტროფისას 303 ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მონაცემებით ყველაზე მსხვილ ავიაკატასტროფად ბიშკეკში დაფიქსირებული შემთხვევა მიიჩნევა, როდესაც სატვირთო Boeing 747 დაჯდომისათვის ემზადებოდა და მოულოდნელად ჩამოვარდა და ეკიპაჟის 4 წევრი და სოფლის 35 მცხოვრები გარდაიცვალა.