8000 წლის ქართული ღვინო.
საქართველოში აღმოჩენილ 8000 წლის ქვევრში ნაპოვნი ღვინის ქიმიური ნალექი, როგორც უძველესი ღვინო, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ეს აღმოჩენა ცხადყოფს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
მზის სრული დაბნელება

2017 წლის 21 აგვისტოს მსოფლიო მზის სრული დაბნელების მომსწრე გახდა, რომელიც ძალიან იშვიათი მოვლენაა. მზე სრულად კიდევ 2060 წლის 30 აპრილს დაბნელდება.
Iphone X

12 სექტემბერს, Apple-ის ცენტრალურ ოფისში, კალიფორნიაში, iphone-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შედგა რევოლუციური iphone X-ის პრეზენტაცია.
იერუსალიმის აღიარება

დეკემბერში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და აშშ-ს საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის პროცედურები დაიწყო.
ნეაპოლურმა პიცამ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ - UNESCO - იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთ სიმბოლოს, ნეაპოლურ პიცას, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
პრინცი ჰარის და მეგან მარკლის სამეფო ბედნიერება

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ამერიკელი პრინცესა ეყოლება. სამეფო ოჯახის ოფიციალური ინფორმაციით წყვილის ქორწინება მომავალი წლის მაისში შედგება.
კატალონიის მოვლენები

27 ოქტომბერს, კატალონიის ავტონომიურმა რესპუბლიკამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც ესპანეთის მთავრობამ და საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. კატალონიის რესპუბლიკას არ აღიარებენ სუვერენული სახელმწიფოები.
იაპონიის იმპერატორის გადადგომა

იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ, რომელიც უკვე ქვეყანას 28 წელია მართავს, გადადგომის სურვილი გამოთქვა. 1817 წლის შემდეგ, როდესაც იმპერატორი კოუკაკუ საკუთარი სურვილით გადადგა, მსგავსი პრეცენდენტი არ დაფიქსირებულა. იმპერატორი აკიჰიტო საიმპერატორო უფლებამოსილებას ტახტის მემკვიდრეს სავარაუდოდ 2019 წელს გადასცემს.
კენედის დოკუმენტები

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებულებით პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ მკვლელობის შესახებ გასაიდუმლოებული დოკუმენტები გაასაჯაროვეს. ნაციონალური არქივის ვებგვერდზე 3000-მდე დოკუმენტია ხელმისაწვდომი
USA vs UNESCO

ოქტომბერში აშშ-მ გამოაცხადა გადაწყვეტილება გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია "იუნესკოს" შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, რის მიზეზადაც ორგანიზაციაში არსებული ანტი-ებრაული ტენდენციები დასახელდა. აშშ-ს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ შეუერთდა ისრაელიც.
ორანგუტანის ახალი სახეობის აღმოჩენა

მეცნიერების თქმით, მათ ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ორანგუტანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ახალ სახეობას Tapanuli Orangutan უწოდეს. ისინი სხვა სახეობებისგან როგორც გენეტიკურად, ასევე ჩონჩხის აგებულებისა და კბილების წყობით განსხვავდებიან.
ემანუელ მაკრონის გამარჯვება

2017 წლის 24 მაისს, საფრანგეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ემანუელ მაკრონმა სოციალისტური პარტიიდან.
„სალვატორ მუნდი“

ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ტილო „სალვატორ მუნდი“ (მსოფლიოს მხსნელი) კრისტის აუქციონზე 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც მან აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა.
The Walt Disney და 20th Century Fox-ის სავაჭრო გარიგება

„დისნეიმ“ გამოაცხადა, რომ 20th Century Fox-ის გასართობ ნაწილს, მათ შორის კინოკომპანიას ყიდულობს. ამ უზარმაზარი შენაძენის ღირებულება 52.4 მლრდ დოლარი იქნება.
მონტენეგრო NATO-ს წევრი გახდა

2017 წლის მაისში მონტენეგრო ოფიციალურად გახდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა.
ანგელა მერკელის გამარჯვება

გერმანიაში, 24 სექტემბერს ჩატარებული ბუნდესტაგის არჩევნების შედეგად, ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი მეოთხე ვადით გახდა. გერმანიის პირველი კანცლერი ქალი ქვეყანას 2005 წლიდან მართავს.
ალ-ნურის დიდი მეჩეთის განადგურება

ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქ მოსულში მიწასთან გაასწორა ცნობილი მეჩეთი, რომელიც ალ-ნურის მეჩეთის სახელითაა ცნობილი.
ცნობილის ადამიანების გარდაცვალება

2017 წელს გარდაიცვალნენ ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები: საოპერო მომღერალი, დრამატული სოპრანო ცისანა ტატიშვილი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, ტენორი ზურაბ სოტკილავა, მსახიობი ლიკა ქავჟარაძე, პოერი ჯანსუღ ჩარკვიანი და მსახიობი გივი ბერიკაშვილი.

2017 წელი საბედისწერო აღმოჩნდა ყველასთვის ცნობილი ადამიანებისთვის, როგორებიც იყვნენ: ჟურნალ „ფლეიბოის“ დამფუძნებელი ჰიუ ჰეპნერი, ბრიტანელი მსახიობი, ჯეიმს ბონდის ვარსკვლავი როჯერ მური, ამერიკელი მომღერალი გიტარისტი, როკენროლის ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი ჩაკ ბერი, მსოფლიოს უმდიდრესი ქალი, კოსმეტიკური კომპანია „ლორეალის“ დამფუძნებელი ლილიან ბეტანკური, ამერიკული ჯაზის ლეგენედა ელ ჯერო და ფრანგი მსახიობი ჟან როშფორი.