შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების 10-მდე წარმომადგენელი ესწრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა საკითხთან დაკავშირებით ხვდება მინისტრი მესამე სექტორის წარმომადგენლებს.