შეწყალების კომისიის დებულება შესაძლოა შეიცვალოს და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება უფრო ლიბერალური გახდეს - ამის შესახებ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრას პრეზიდენტი, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და პლატფორმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ:
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იანვრის დასაწყისში შეწყალების კომისიას შეხვდება. ნარკოდანაშაულზე შეწყალების კომისიის დებულება ,,თეთრი ხმაურის მოძრაობისთვის” ყველაზე პრიორიტეტული საკითხი იყო.
"ჩვენი მოთხოვნაა პრეზიდენტმა გვიშუამდგომლოს იმ პატიმრების გასათავისუფლებლად, რომლებიც ციხეში სხედან ამ ჯალათური ნარკოპოლიტიკის გამო. აქ საკითხი ნარკოპოლიტიკასაც სცდება, ზოგადად ქვეყანაში არის პოლიციური ტერორი", - განაცხადა ერეკლე დეისაძემ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი 27 დეკემბერს დაუჭირა.