პრეზიდენტი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა როგორც ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, ისე პარლამენტში შესულ კანონპროექტს შეეხება. შეხვედრამდემედიასთან კომენტარი გააკეთა თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრმა ბექა წიქარიშვილმა.
"ბუნებრივია ჩვენ საუბარი გვექნება კანონპროექტის გარშემო, რომელიც პარლამენტშია, მოვისმენთ მის შეხედულებას, გარდა ამისა ძირითადი მიზანი შეხვედრის, შეწყალების ფორმატის გამონახვაა, რომ ვუზრუნველვყოთ იმ ადამიანების თავისუფლება, რომლებიც დღეს აბსურსული, არარსებული ოდენობებისთვის სხედან ციხეში", - აცხადებს ბექა წიქარიშვილი.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი 27 დეკემბერს დაუჭირა.