მასობრივი არეულობებითა და დაკავებით დასრულდა საპროტესტო აქცია ლიმაში. პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.“უკმაყოფილოთა მარში“ პერუს დედაქალაქში რამდენიმე დღეა გრძელდება. მიზეზი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის შეწყალება გახდა, რომელსაც კორუფციაში, ადამიანთა გატაცებასა და მკვლელობებში ბრალდების გამო 25-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის მოქმედმა პრეზიდენტმა შეიწყალა.