სოციალური ქსელები „ფეისბუკი“ და „ტვიტერი“ შესაძლოა სანქციების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი ბრიტანეთის პარლამენტთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან.
თემთა პალატამ კომპანიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა მათი საშუალებით დადგინდეს, ერეოდა თუ არა რუსეთი ე.წ. „ბრექსიტის“ რეფერენდუმში. სოციალურ ქსელებს პარლამენტმა ვადა 18 იანვრამდე მისცა.
"ფეისბუკმა" და "ტვიტერმა" ბრიტანეთის პარლამენტს რუსეთის ფედერაცის მოქმედებასთნ დაკავშირებით ანგარიში უნდა მიაწოდონ.