თბილისში, მტკვრის სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შეჯახების შედეგად 5 ავტომანქანა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.